თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აბულქადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ - სომხეთზე გამავალი მარშრუტი, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ასე უწოდებენ ანკარა და ბაქო - 2030 წლისთვის შეიძლება „ამუშავდეს“.
„ზანგეზურის დერეფანი, შესაძლოა, 2030 წლისთვის ამუშავდეს“, - განუცხადა მან თურქეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს.
მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო შეერთებული შტატების მონაწილეობით და ელიან პროგრესს არაერთი მიმართულებით.
მისი თქმით, 2025 წელს თურქეთმა დაიწყო ყარსი-იღდირი-არალიქი-დილუჩუს რკინიგზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში; ამასთან, განაცხადა, რომ თავის მხრივ, აზერბაიჯანიც მუშაობს რკინიგზის ნახიჭევანის სექციაზე.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge