ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიამ – ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საწვავის ფასების ზრდის გამო მოგების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ განაცხადა. მიმდინარე ფინანსური წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანიამ მეტი მგზავრი გადაიყვანა, თუმცა უფრო დაბალი ფასებით, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის წმინდა მოგება აპრილ-ივნისში 34%-ით, 538 მილიონ ევრომდე შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 820 მილიონ ევროს შეადგენდა.

მოგების შემცირება საწვავის ფასების ზრდამ განაპირობა: არაჰეჯირებული ავიასაწვავის ფასი (მთლიანი მოცულობის 20%) კვარტალში გაორმაგდა და ბარელზე 150 დოლარს მიაღწია. კომპანია ამას, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს უკავშირებს.

შემოსავალი 0.9%-ით გაიზარდა და 4.34 მილიარდ ევროსთან შედარებით 4.38 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო საოპერაციო ხარჯები 11%-ით გაიზარდა და 3.42 მილიარდ ევროსთან შედარებით 3.81 მილიარდ ევროს მიაღწია. ავიაკომპანიამ 61.3 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

ვრცლად liga.net – ზე