Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, შესაძლოა, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ბარელზე 120 დოლარს გადააჭარბოს თუ ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების პრობლემები შენარჩუნდება – პროგნოზირებენ Goldman Sachs Group Inc.–ის ანალიტიკოსები.

თუმცა, ბანკის ექსპერტებისთვის ეს არ არის ძირითადი სცენარი. Goldman Sachs-ის საბაზისო პროგნოზი მეოთხე კვარტალში Brent-ის საშუალო ფასის შესახებ ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მოლოდინებს ეფუძნება. ამ სცენარში ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი მომავალ წელს ბარელზე 75 დოლარამდე დაეცემა. თუმცა, ისინი აფრთხილებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხებები და წითელი ზღვის გავლით გადაზიდვების პოტენციური პრობლემები რისკებს უქმნის საბაზისო სცენარს.

ვრცლად interfax – ზე