„ევროსტატის“ მიხედვით, ყოველი მეათე 15-დან 29 წლამდე ევროპელი არც მუშაობს და არც სწავლობს

ევროპელ ახალგაზრდებს შორის ამ კატეგორიას მიეკუთვნება ახალგაზრდების 11,2%. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.

აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც არ იღებენ განათლებას და არ მუშაობენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 16.1% იყო და მას შემდეგ მუდმივი კლებაა, გარდა 2020 წლისა, როდესაც დაფიქსირდა მაჩვენებლის ძლიერი კორექტირება COVID-19 პანდემიის შედეგად და 13.8%-მდე შეადგინა (2019 წელს 12.6% იყო).

2023 წელს ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ევროკავშირის მასშტაბით - 4.8% იყო ნიდერლანდებში, 19.3%-მდე რუმინეთში.

ნიდერლანდები (4,8%); 

შვედეთი (5,7%);

მალტა (7,5%);

სლოვენია (7,8%);

ლუქსემბურგი (8,5%);

ირლანდია (8,5%);

დანია (8,6%);

გერმანია (8,8%);

პორტუგალია (8,9%).