დიდ ბრიტანეთში მთავრობა სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აუცილებელი პროდუქტები როგორიცაა პური, რძე და კვერცხი გააიაფონ. სანაცვლოდ,ხელისუფლება მაღაზიებს გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებას სთავაზობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია The Independent-ი წერს.
ინიციატივა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის და მისი მიზანი მოსახლეობისთვის სურსათის გაძვირებისშეჩერებაა. თუმცა, ბრიტანელი საცალო მოვაჭრეების გაერთიანება British Retail Consortium აცხადებს, რომ მთავრობის მიდგომაარასწორია.ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ცდილობს სუპერმარკეტები აიძულოს პროდუქცია თითქმისზარალზე გაყიდონ, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად სახელმწიფოს პოლიტიკა, რეგულაციები და ენერგორესურსებისა თუშეფუთვის გაძვირებაა.
Financial times-ის ცნობით, მთავრობამ სუპერმარკეტებს ურჩია, რეგულაციების ცვლილებით დაზოგილი თანხა სასურსათოფასების შესანარჩუნებლად დააბანდონ.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში სურსათის ინფლაცია, გასულ თვეში, 3.7%-მდეგაიზარდა.