ყაზახეთში, ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლომ „გაზპრომისგან“ უკრაინის „ნაფტოგაზის“ სასარგებლოდ თითქმის 1.4 მილიარდი დოლარის იძულებითი ამოღება დაამტკიცა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ეს ამ გადაწყვეტილების პირველი საჯარო აღიარებაა უცხოურ იურისდიქციაში.

ყაზახეთის სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინული „ნაფტოგაზს“ გზას უხსნის, დაიწყოს აღსრულების პროცესი „გაზპრომის“ წინააღმდეგ ყაზახეთში, ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი საჯაროდ ცნობილი საქმე, რომელშიც უცხოურმა სასამართლომ აღიარა და ავტორიზაცია გაუკეთა რუსული მონოპოლიის წინააღმდეგ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას.

უკრაინის „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი კორეცკიმ გადაწყვეტილებას საერთაშორისო აღდგენის პროცესში „კიდევ ერთი პრაქტიკული შედეგი“ უწოდა. მან დასძინა, რომ კომპანია აგრძელებს მუშაობას არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სხვადასხვა იურისდიქციაში.

„ნაფტოგაზის“ ინტერესებს ყაზახეთის სასამართლო პროცესებში წარმოადგენდნენ ADL Disputes და Wikborg Rein.