PSG COMMUNITY მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით და ირონიული პოსტით გამოეხმაურა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგებს, რომელიც გერმანული გრანდის ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა მოიგო.
„ჩვენთვის „ოქროს ბურთის“ მფლობელი კვარაცხელიაა“.
PSG COMMUNITY-ს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტში ვკითხულობთ: „„ოქროს ბურთი“ პსჟ-ის ფეხბურთელს არ მისცეს, ეს კატასტროფაა“.
პარიზული გრანდის გულშემატკივრების რეაქციაც ანალოგიური აღმოჩნდა.
„არც უსმანი, არც კვარა და არც ფაბიან რუისი „ოქროს ბურთის“ საუკეთესო ხუთეულში არ მოხვდნენ! ეს ალბათ ხუმრობაა. არ გრცხვენიათ, @francefootball?“