ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 14-სართულიან შენობას ცეცხლი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებმა 30-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.
CNN იუწყება, წერს, რომ ჩინეთშ იანვარში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, შენობაში გაჩენილმა ხანძარმა 39 ადამიანი იმსხვერპლა, მანამდე ჰენანის პროვინციაში, სკოლა-ინტერნატი გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ბავშვი დაიღუპა.