შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა პირადად დაარწმუნეს, რომ ირანს იარაღს არც მიჰყიდიან და არც უსასყიდლოდ გადასცემენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პეკინში გამართული ბოლო შეხვედრის დროს უთხრა, რომ ჩინეთი ირანს იარაღს „არავითარ შემთხვევაში“ არ მიაწვდიდა. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს პირობა ჩინურ კომპანიებზეც ვრცელდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მსგავსი დაპირება მისცა.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, პეკინი და მოსკოვი ირანისთვის იარაღის მიწოდებაში ამჟამად არ მონაწილეობენ. მან გააფრთხილა ორივე ქვეყანა, რომ პოზიციის შეცვლა მათ ინტერესებში არ იქნება და შესაძლო მიწოდებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. კონკრეტული საპასუხო ზომები ტრამპს არ დაუსახელებია.
Reuters აღნიშნავს, რომ ტრამპის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში კვლავ არსებობს ეჭვები ირანთან რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ამასთან, პეკინსა და მოსკოვს ტრამპის მიერ ნახსენები დაპირებების შესახებ ცალკე საჯარო დადასტურება ამ ეტაპზე არ გაუვრცელებიათ. შესაბამისად, ინფორმაცია ამ ნაწილში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეყრდნობა.