Discord-მა კონფიდენციალურად შეიტანა განაცხადი პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO), – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ჩატის აპლიკაციების კომპანია ლისტინგზე Goldman Sachs-თან და JPMorgan Chase & Co.-სთან თანამშრომლობს, – სააგენტოს წყაროები ადრე იუწყებოდნენ.

კომპანიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩატ პლატფორმა Discord-ს, რომელიც პოპულარობით სარგებლობს გეიმერებსა და დეველოპერებში, ყოველთვიურად 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ვრცლად liga.net – ზე