აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წელიწადში დაახლოებით 417 000 აშშ დოლარის ოდენობის პენსიას იღებს. ეს თანხა მის საპრეზიდენტო ხელფასს აღემატება და თითქმის ორჯერ მეტია ბარაკ ობამას პენსიაზე, იტყობინება The New York Post.

როგორც გამოცემა წერს, ასეთი მაღალი თანხა განპირობებულია ბაიდენის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერით და ორი საჯარო საპენსიო ფონდიდან გადახდების მიღების უფლებით, თანამდებობიდან გათავისუფლების პირველივე წლიდან.

ეროვნული გადასახადის გადამხდელთა დაცვის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის, დამიან ბრედის თქმით, ბაიდენი „უნიკალურ მდგომარეობაშია“ მისი კარიერული გზის გამო - ის სენატორის, ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის თანამდებობებზე მუშაობდა - რაც მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს ხარვეზი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე საპენსიო ფონდზე წვდომისთვის.