აშშ კარიბის ზღვაში ატარებს ოპერაციას, რომ დააკავოს კიდევ ერთი ტანკერი, რომელიც ვენესუელადან მოემართება, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ხომალდი სახელად Olena სავარაუდოდ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის საკუთრებაა და ის აღმოსავლეთ ტიმორის დროშის ქვეშ დაცურავდა. Reuters წერს, რომ ტანკერი ნავთობით არის დატვირთული.
ცნობისთვის, ეს უკვე მეხუთე გემია, რომლის დაკავების ოპერაციასაც აშშ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებს.