ათასობით ერაყელმა ქურთმა მებრძოლმა ირანში სახმელეთო შეტევა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მუშაობდა ქურთული ძალების შეიარაღებაზე. თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა უარყო ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით ქურთული ძალების შეიარაღებას დათანხმდა.

„დონალდ ტრამპი ქურთ ლიდერებს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ჩვენს ბაზასთან დაკავშირებით ესაუბრა. თუმცა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი დათანხმდა ასეთ გეგმას, სრულიად მცდარია და არ უნდა დაიწეროს“, – განაცხადა ლევიტმა.

ამასთან, აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმაგანაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები არ აიარაღებენ ირანში აჯანყებულებს.

1tv.ge