ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd.-მ ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეაჩერა, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ნავთობის მიწოდებებს აფერხებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვაზე უარი თებერვალში დაიწყო აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გამო. ამ დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგებით დაიფარა.
Bloomberg-ი წერდა, რომ ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა შესაძლოა რუსული ნავთობის შეძენა კვლავ დაიწყონ.
კომპანია, რომელიც დღეში 300 000 ბარელი სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, იმპორტირებულ ნედლ ნავთობზეა დამოკიდებული. MRPL დიზელის, ბენზინის და რეაქტიული საწვავის ექსპორტს ახორციელებს.
ოთხშაბათს, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მომხმარებლებს აცნობა, რომ შესაძლოა ვერ შეძლოს ნავთობის მიღება და, შესაბამისად, ვერ შეასრულოს მომხმარებლების წინაშე არსებული ვალდებულებები, – განაცხადეს. სააგენტოს თანამოსაუბრეებმა.