მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციამ (WOF) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2040 წლისთვის მსოფლიოში 500 მილიონზე მეტი ბავშვი ჭარბწონიანი იქნება, იტყობინება The Guardian.

2025 წელს მსოფლიოში დაახლოებით 180 მილიონი ბავშვი იყო ჭარბწონიანი. 2040 წლისთვის ეს მაჩვენებელი 227 მილიონამდე გაიზრდება. ხუთიდან 19 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ .

WOF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოანა რალსტონის თქმით, ბავშვებში სიმსუქნის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ამ დაავადებას სერიოზულად არ აღიქვამს.