Universal Orlando Resort 22 მაისს ოფიციალურად გახსნის მესამე და ერთ-ერთ ყველაზე დიდ თემატურ პარკს მსოფლიოში, Epic Universe-ს.
ეს არის პირველი დიდი თემატური პარკი, რომელიც ცენტრალურ ფლორიდაში ბოლო 26 წლის განმავლობაში გაიხსნება.
იგი მოიცავს 750 ჰექტარს, ტერიტორიებს სტუმრებისთვის და კულუარულ სივრცეს თანამშრომლებისთვის. პარკი ითვლება ყველაზე დიდ თემატურ პარკად მსოფლიოში და მისი აშენება დაახლოებით 7.7 მლრდ დოლარი დაჯდა.
CNN-მა მკითხველს წინასწარი ექსკურსია მოუწყო
“შესასვლელში არის Sky Park. აქ სტუმრები იპოვიან Stardust Racers-ს, ორსაფეხურიან ატრაქციონს, ასევე კარუსელს ლამაზად განათებული ცხოველებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ტრიალებენ.
ახლოს არის მაღაზიები, რესტორნები და ბარები. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ამ ცენტრიდან სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ ოთხი სხვა პორტალი, რომელთაგან თითოეული მიდის სხვადასხვა სამყაროში,“ - წერს გამოცემა.
ერთი პორტალის მეშვეობით, რომელსაც “ბნელი სამყარო“ ჰქვია, „უნივერსალი“ აცოცხლებს თავის საფირმო მონსტრებს, მათ შორის დრაკულას, მგელსა და უხილავ ადამიანს.
მსოფლიოს მთავარი ღირსშესანიშნაობა და პარკის ერთ-ერთი საუკეთესო - არის ფრანკენშტაინი, რომელიც შექმნილია ყველაზე მოწინავე, რეალისტური რობოტული ტექნოლოგიით, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ.
სხვა პორტალი კი “ჰარი პოტერის ჯადოქრულ სამყაროს“ გთავაზობთ. სტუმრებს საშუალება ექნებათ დროში იმოგზაურონ. აქ შესაძლებლობა გექნებათ ჰარი პოტერის ყველა სერიალში ცოცხლად იმოგზაუროთ და სხვადასხვა გასართობი აქტივობის თანამონაწილე გახდეთ.
მესამე პორტალს სტუმრები თემატურ პარკში მიჰყავს, რომელიც დრაკონის გაწვრთნის საშუალებას მოგცემთ.
მეოთხე პორტალში Donkey Kong-ის თემატიკით, სხვადასხვა თამაშებს გთავაზობთ.
კომპანიამ ატრაქციებისთვის შექმნა ახალი ტექნოლოგია და მიიღო პატენტები. აქ დაგხვდებათ სპეციალური ანიმაციური ეფექტები, დიზაინი და რობოტიკა.
რა ღირს ვიზიტი?
ბევრი თემატური პარკის მსგავსად, Epic Universe იყენებს ბილეთების დინამიურ ფასს, რომელიც იცვლება სეზონის და პარკის მოსალოდნელი დატვირთულობის მიხედვით.
Epic Universe-ის ერთდღიანი ბილეთები მოზრდილებისთვის 139 დოლარიდან იწყება, ხოლო 3-9 წლის ბავშვებისთვის - 134 დოლარიდან.
ყველაზე ძვირადღირებული ერთდღიანი ბილეთები 199 აშშ დოლარი ღირს. ასევე ხელმისაწვდომია მრავალდღიანი ბილეთების პაკეტები.
Disney, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერია თემატური პარკების ინდუსტრიაში, ამჟამად ოთხ თემატურ პარკს ფლობს.