გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გამოაცხადა, რომ აპირებს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა ახალი რაოდენობის შემცირებას წელიწადში 100 000-ზე ნაკლებ ადამიანამდე. ამის შესახებ Zeit Online-ი იტყობინება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტების ნაკადის გამო გერმანიის ქალაქები, მუნიციპალიტეტები, სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა უკვე გადატვირთულია.