საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მკვეთრად შეამცირა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, - ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება.
Fitch-ის კვარტალური განახლების მიხედვით, 2025 წელს, გლობალური მშპ-ის ზრდა 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლები იქნება და 2%-ს ქვემოთ ჩამოვა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია 2009 წლის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის პანდემიის პერიოდს.
წელს აშშ-ის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 1,2%-მდე.
სარეიტინგო სააგენტომ ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზიც 0,5%-ით შეამცირა და ვარაუდობს, რომ ის 4%-ზე ქვემოთ იქნება.
Fitch-ის განახლებული პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 1%-ზე ბევრად ნაკლებად გაიზრდება.