თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა.

უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში

შეგახსენებთ, თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „კომერსანტს“ „საქართველოს ელექტროსისტემაში“ განუცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზში ავარიის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა.

ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი. მათივე განმარტებით, ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.