გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, რაზეც კარნიმ უპასუხა, რომ ეს ჩინეთია.
ამასთან, კარნიმ გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის გამო და განაცხადა, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი აზიისთვის, კერძოდ, ტაივანისთვის.
„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი არის უდიდესი საფრთხე. ჩვენ ვიღებთ ზომებს მის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა კარნიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის კანადას.
„შეერთებულ შტატებს სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა. ამ ტარიფებისა და მუქარის მეშვეობით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დაგვანგრიოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაუფლება“, – განაცხადა კარნიმ.
წყარო: 1tv.ge