„მათ მიერ შვეიცარიის ბანკებში ანგარიშების გახსნის მოთხოვნის პროცესი ტალღას ჰგავს. ბევრი დიდი ამერიკელი ბიზნესმენი აცნობიერებს, რომ აქტივების 100% დოლარში აქვს, ამიტომ მათ დივერსიფიცირებას ცდილობს“, - ამის შესახებ შვეიცარიული ფინანსური საკონსულტაციო ფირმა Alpen Partners International-ის აღმასრულებელი დირექტორი, პიერ გაბრისი აცხადებს.
NCBC-ის მიხედვით, საბანკო ანგარიშების გახსნის გარდა, მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენთა „გეგმა B“ შვეიცარიაში უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება.
„მათ მიერ შვეიცარიის ბანკებში ანგარიშების გახსნის მოთხოვნის პროცესი ტალღას ჰგავს. ასე მოხდა მაშინ, როცა პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს, შემდეგ Covid-19-ის პანდემიისას და ახლა ეს სატარიფო პოლიტიკამ განაპირობა. ბევრი დიდი ამერიკელი ბიზნესმენი აცნობიერებს, რომ აქტივების 100% დოლარში აქვს, ამიტომ მათ დივერსიფიცირებას ცდილობს. რაც შეეხება მათ „გეგმა B“-ს, ის უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება“, - აღნიშნავს Alpen Partners International-ის აღმასრულებელი დირექტორი.
გაბრისი ასევე ამბობს, რომ კლიენტები ანგარიშებს სხვადასხვა მოტივაციებითა თუ მოტივებით ხსნიან: დოლარის დივერსიფიცირება, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ვალუტის გავლენა კიდევ უფრო შესუსტდება; შვეიცარიის ნეიტრალური პოლიტიკა; სტაბილური ეკონომიკა; ძლიერი ვალუტა და სანდრო სამართლებრივი სისტემა.
წყარო: bpn.ge