ესპანეთის კოსტა ბლანკას სანაპიროზე მდებარე ვალენსია არის ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქი ექსპატებისთვის საცხოვრებლად, აჩვენა InterNations-ის კვლევამ. ავტორებმა სთხოვეს საზღვარგარეთ წასულ უცხოელებს, შეეფასებინათ ცხოვრების ღირებულება და მათი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილება.

ვალენსიაში გამოკითხულ ექსპატთა დაახლოებით 77% კმაყოფილია თავისი ფინანსური მდგომარეობით, რაც ბევრად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 54%-ს. მეათე რესპონდენტიდან ექვსზე მეტს (61%) მიაჩნია, რომ მათი შემოსავალი „საკმარისზე მეტია“ კომფორტულად ცხოვრებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო 41%-ს.

სიაში მეორე ადგილზეა პანამის დედაქალაქი პანამა–სითი, სადაც უცხოელების 76% კმაყოფილია თავისი ფინანსური მდგომარეობით. მცხოვრებლების შემოსავალი ზოგადად ძალიან მაღალია. ამრიგად, გამოკითხულთა 91%-ს აქვს საკმარისი ფული საცხოვრებლად.

ლიდერთა სამეულს ხურავს ესპანეთის კიდევ ერთი ქალაქი მალაგა.

ამის საპირისპიროდ, ემიგრანტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია ვანკუვერი (კანადა).

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე