Anthropic-ის შემოსავლების ზრდის ტემპი ჩქარდება და ივლისის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, – იუწყება Bloomberg. სააგენტოს წყაროების ცნობით, Anthropic-მა ეს მონაცემები ინვესტორებისთვის რეგულარული განახლებების დროს გაავრცელა.
კომპანიამ, რომლის ფლაგმანური პროდუქტი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude-ია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიძლიერა თავისი საბაზრო პოზიცია ისეთი ინსტრუმენტების გამოშვებით, რომლებიც ამარტივებს რთულ ამოცანებს, მათ შორის პროგრამირებას, და კორპორატიული კლიენტებისთვის მომსახურების გაყიდვაზე ფოკუსირებით.
2025 წლის ბოლოს, Anthropic-ის წლიური შემოსავალი დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მაისში კომპანიამ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა 47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მან ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) IPO–ს გამართვაზე წინასწარი განაცხადი ივნისში წარუდგინა და აქციების განთავსება უკვე ოქტომბრისთვის შეიძლება.