ამერიკული კომპანია Amazon.com Inc. ჩიკაგოს მახლობლად, ორლანდ პარკში თავისი უდიდესი საცალო მაღაზიის გახსნას გეგმავს, – განაცხადა კომპანიამ. 

big box–ის ფორმატის მაღაზიის ფართობი დაახლოებით 230 000 კვადრატული ფუტი (21,400 კვადრატული მეტრი) იქნება, რაც საკმარისია დაახლოებით ორი საშუალო ზომის Target-ის მაღაზიის განსათავსებლად. ის შესაძლოა უკვე 2027 წელს გაიხსნას.

მაღაზიის დაახლოებით ნახევარი საკვების გაყიდვას დაეთმობა, მათ შორის ხელნაკეთი საკვების, ასევე სხვა საქონლის ფართო ასორტიმენტის. დანარჩენი ნახევარი გამოყენებული იქნება ონლაინ ან მაღაზიაში განთავსებული შეკვეთების შესასრულებლად.

Amazon-ი ობიექტის ასაშენებლად 35 აკრი (14.2 ჰექტარი) მიწის ნაკვეთს ყიდულობს.

ვრცლად interfax – ზე