2026 წლის პირველ კვარტალში ახლო აღმოსავლეთში სასტუმროების მშენებლობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია: Lodging Econometrics (LE)-ის მონაცემებით, კვარტალი დასრულდა 717 პროექტით, რომლებიც 177 110 ნომერს მოიცავდა. ეს წინა წელთან შედარებით, შესაბამისად, 13%-იანი და 12%-იანი ზრდაა.

ბუმს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარების მასშტაბური ეროვნული პროგრამები. დეველოპმენტის ძირითადი წილი სამ ქვეყანაზე მოდის.

რეგიონში ლიდერობს საუდის არაბეთი, მასზე მოდის 385 პროექტი 105 ათას 598 ოთახით (21%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), რაც დიდწილად დაკავშირებულია Vision 2030-ის ინიციატივებთან.

შემდეგ მოდის ეგვიპტე – ქვეყანამ რეკორდულ მაჩვენებელს - 157 პროექტს 33ათას 446 ოთახით მიაღწია (+26%-ით მეტი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე).

მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები 105 პროექტით 25 ათას 148 ოთახით.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე