ბენქსის „გოგონა ბუშტით“ (2012 წელი) ნიუ-იორკში, Fair Warning-ის კერძო აუქციონზე თითქმის 18 მილიონ დოლარად გაიყიდა, იტყობინება The Wall Street Journal (WSJ) აუქციონის ორგანიზატორზე დაყრდნობით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო ფასი, მყიდველის საკომისიოს ჩათვლით, 17,94 მილიონი დოლარი იყო.
ნახატი ბენქსის აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ნახატებს შორისაა და მეორად ბაზარზე გაყიდული ნამუშევრების სამეულში თავისი ადგილი დაიკავა.