ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყვა­ვებს ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე ორ­ჯერ უფრო სწრა­ფად შე­უძ­ლი­ათ. ფრინ­ვე­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას წა­მის მე­ა­სე­დებ­ში აა­ნა­ლი­ზე­ბენ.

ტუ­ბინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ორი ყვა­ვი გა­მო­იკ­ვლი­ეს. ფრინ­ვე­ლებს ეკ­რან­ზე მოძ­რა­ვი წერ­ტი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა შე­ემ­ჩნი­ათ და შე­სა­ბა­მის მხა­რეს მი­ერ­ტყათ ნის­კარ­ტი. მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 235 მი­ლი­წამ­ში მი­ი­ღეს. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ სჯობს ადა­მი­ა­ნი­სა და პრი­მა­ტე­ბის სიჩ­ქა­რეს.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სის­წრა­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ფრინ­ვე­ლებ­მა ტეს­ტი თით­ქმის სრულ­ყო­ფი­ლი სი­ზუს­ტით შე­ას­რუ­ლეს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ყვა­ვე­ბის ტვინ­ში ნე­ი­რო­ნე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სიგ­ნალს უჩ­ვე­უ­ლოდ სწრა­ფად ააქ­ტი­უ­რე­ბენ. ეს უნა­რი ფრინ­ვე­ლებს ფრე­ნი­სა და გა­რე­მო­ში ორი­ენ­ტა­ცი­ის დროს ეხ­მა­რე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, რომ მსგავ­სი რთუ­ლი და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტვი­ნი იყო სა­ჭი­რო. კვლე­ვა ამ­ტკი­ცებს, რომ ფრინ­ვე­ლე­ბის ტვინს, მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აგე­ბუ­ლე­ბი­სა, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე შე­უძ­ლია.

წყარო: ambebi.ge