Mercedes-Benz-ი 2027 წლის ბოლომდე სულ მცირე შვიდ ახალ მოდელს წარადგენს.

კომპანია ელექტრომობილების ხაზის გაფართოებას, რამდენიმე ნაცნობი მოდელის დაბრუნებასა და შიგაწვის ძრავების შენარჩუნებას გეგმავს.

საუბარია შემდეგ მოდელებზე:

A-Class — ახალი თაობა, რომელიც შესაძლოა უფრო მაღალი, მინივენის მსგავსი დიზაინით გამოვიდეს.

Baby G — G-Class-ის კომპაქტური ვერსია, სავარაუდოდ ელექტრო და ჰიბრიდული ძრავებით.

AMG C-Class — ახალი C53 ექვსცილინდრიანი ძრავით, ხოლო C63-ში შესაძლოა V8 დაბრუნდეს.

E-Class Electric — ელექტრომობილი, რომელიც EQE-ს ჩაანაცვლებს.

G-Class Cabriolet — ღია სახურავიანი G-Class, სავარაუდოდ 612-ცხენისძალიანი V8 ძრავით.

GLA Hybrid — ჰიბრიდული კროსოვერი 1.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავითა და ელექტროძრავით.

GLC და GLC Coupe — განახლებული მოდელები ახალი ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდული ძრავებით.