იაპონური სახელმწიფო ობლიგაციების მასშტაბური გაყიდვის შემდეგ მსოფლიო ფინანსური ბაზარი შოკურ მდგომარეობაშია,- ამის შესახებ გამოცემა Bloomberg მსხვილ მოვაჭრეებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ინფორმაციით, სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ იაპონიის ეკონომიკის "სტაბილურობის ეპოქა" დასასრულს უახლოვდება.
ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში დამატებით რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ იაპონელმა ინვესტორებმა შესაძლოა უცხოეთში განთავსებული კაპიტალი სამშობლოში დააბრუნონ - ამჟამად საზღვარგარეთ დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების იაპონური კაპიტალია განთავსებული.
მოსალოდნელი კრიზისის ფონზე ზეწოლა იზრდება იაპონიის მოკავშირე ქვეყნებზეც; აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში იზრდება საპროცენტო განაკვეთები. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა იაპონელ კოლეგას დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ იაპონური ობლიგაციების გაყიდვამ ამერიკულ ბაზრებზე სერიოზული გავლენა მოახდინა.