ტურიზმის სექტორში ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეინიშნება - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა ეკონომიკის მინისტრის ბიზნესთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, მისი  თქმით ტურისტების 20 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 10 ჩამოდის. თაბაგარის განმარტებით ეს ტენდენცია ჯერჯერობით დრამატულად არ ჩანს, რადგან ტურისტებს თვითმფრინავის ბილეთებში და სასტუმროს ნომრებში თანხები წინასწარ აქვთ გადახდილი, თუმცა თაბაგარი აქვე  აღნიშნავს, რომ მათი ჯავშნების გაუქმება, ვინც ზაფხულის  გატარებას საქართველოში გეგმავდა, მკაფიოდ გამოჩნდება.

„შეხვედრაზე საინტერესო იყო დიდი სასტუმროების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიდი კონფერენციები და MICE ტურიზმი ერთი წლით ადრე იგეგმება და ამის გაუქმება მათთვის ძალიან მძიმეა,საქმიანი ტურიზმისთვის ივნისი და სექტემბერი ყველაზე მომგებიანია და  შეხვედრაზე  სასტუმროები ამ პერიოდისთვის უიმედოდ იყვნენ განწყობილები. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე პასუხი იყო, რომ ფრენების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს და რეისები ისევ ემატება. 

შეხვედრას ესწრებოდა ერთ-ერთი ავიაკომპანიის  წარმომადგენელი, რომელსაც  სახელმწიფო ხშირად ახსენებს, დამატებულ ევროპის რეისებს, იქ იყო საუბარი, თუ რის ხარჯზე მოხდა ამ რეისების დამატება, მაგალითად ავსტრიის რეისები, რომელშიც საქართველოს მხარეს რაღაც თანხაც აქვს  გადახდილი. ციფრებით მანიპულირება, რომ შიდა  პროდუქტი არის გაზრდილია და ა.შ. არ მგონია, რომ მოსახლეობის ჯიბეზე აისახა. და ის  დამატებული რეისებიც ჩვენ არაფერს არ მოგვცემს“ - აღნიშნა ია თაბაგარმა, 

თაბაგარმა ასევე აღინიშნა, რომ შეხვედრაზე გაიჟღერა მიზეზმა თუ რატომ უთხრეს უარი აშშ-ს ვიზალიბერალიზაციაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 

„პასუხი რომ ყველაფერი არის ვაჭრობა და ვირჩევთ იმას, რომელიც უფრო გვაწყობს და ეს არის ჩინეთი, ეს  სიურპრიზი  იყო აბსოლუტურად ყველასთვის და საკმაოდ დიდი დრო დაეთმო  ინდოეთიდან რეისებს და  ტურისტების შემოყვანას, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო და ბევრი რაღაც ითქვა და ბევრ რაღაცაზე არ იყო პასუხი დამაჯერებელი“ - აღნიშნა ია თაბაგარმა