2024 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 675.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 14.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 22.5%-ით გაიზარდა და 1 120.8 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი საზღვარგარეთ ვიზიტისას მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საყიდლებზე დახარჯეს, რამაც 228.1 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.