100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.

"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის  ეკონომიკაზე წლიურად აისახება -  1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

"კომერსანტი" ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურაში დასავლური პროექტების დაპაუზების რისკებს.

"საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი" შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი პროექტებისთვის:

შეჩერების საფრთხის ქვეშ, აღმოჩნდება გარემოს დაცვის კუთხით, მიმდინარე - 7 წლიანი პროექტი, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ერთობლივად 150 მლნ ლარით დაფინანსებული  - ტყის ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის მიზანი, ტყეების სრული ინვენტარიზაციის გარდა,  ტყის ნარჩენების გადამუშავებაა. შედეგად, შემცირდება სათბური აირების (GHG) ემისიები.  პროექტი მოიცავს  სამ სამიზნე რეგიონს, რვა მუნიციპალიტეტს, ჯამში 270 ჰ ტყის ფართობს.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida)  60 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის მოწყობის პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 27  სადგურის ინსტალირებას და შემდგომ  ფუნქიონირებას, პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას გააჩნდეს უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. თვითეული ავტომატური სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო - დანადგარებით. მონიტორინგის აპარატურა, თბილისსა და რიგ რეგიონებში ნაწილობლივ ინსალირებულია. პროექტის შეჩერება აუნაზღაურებელი დაანაკლისი იქნება ქვეყნის გარემოზე მონიტორინგის  თვალსაზრისით.

აუნაზღაურებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის - ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UN Environment), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ ერთობლივად -  60 მლნ ლარით დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის განვითარებების პროექტის შეჩერება.  პროექტის მიზანს  წარმოადგენს ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების შესაძლებლობის ხელშეწყობა. მაღალი ტექნოლოგიების უნარჩენო წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარება. მოიაზრება - საბურავების, მეორადი ზეთების, აკუმლატორების, ელექტრონული ნარჩენების, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების გადამუშავება.  დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობას გააჩნია - ყურძნის დაწურვის და ხილის გადამუშავების  შემდეგ დარჩენილი ნარჩენი, დიდი რესურსია ინერტული ნარჩენების თვალსაზრისით. მხოლოდ თბილისში 750 000 ტონა ინერტული ნარჩენი გროვდება.

რაოდენ მნიშვნელოვან დანაკლის წარმოადგენს, გაეროს განვითარების პროგრამით (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, 100 მლნ ლარის  ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების პროექტის შეჩერება. პროექტის ფარგლებში - მომზადდა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი).  გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა. მუშავდება საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) 50 მლნ ლარი გრანტით დაფინანსებული ბიომრავალფეროვნების და მდგრადი ადგილობრივი განვითარების პროექტით  დაგეგმილია დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება, ახლად დაარსებული დაცული ტერიტორიების, კერძოდ, რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილის განვითარება. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა პროექტი 2027 წელს დასრულდება.

"კომერსანტის" შემდეგი სტატია, სადაც გაიგებთ, რომელი პროექტები შეიძლება შეჩერდეს, რომელიც გამიზნულია საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის და სისტემის გამართვა-აწყობისთვის ჩვენს ქვეყანაში.  ეს სტატია გამოქვეყნდება დღესვე  13 საათზე. დაგველოდეთ და იკითხეთ "კომერსანტი".

ცნობისთვის, "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა  მიმართულებას:

ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა, სადც ორგანიააცია საქართველოს მთავრობის ანდიდასავლური პოლიტიკის გამო 14 მსხვილი პროექტის შეჩერების რისკს ხედავს.

რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები. აქ 9 პროექტზე იკვეთება შეჩერების რისკი.

მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, რაც ძირითადად, ნარჩენების მართვის სისტემატიზებას და წყალმომარაგების გაყუმჯობესებას გულისხმობს. ამ მხრივ 11 პროეტი დგას შეჩერების საფრთხის წინაშე.

ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა, სადაც 9 პროექტის შემთხვევაში იკვეთება დაპაუზების რისკი.

სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, - ამ მხრივ, განიხილება 6 პროექტის შეჩერების ალბათობა. 

გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა, - აქ საუბარია 6 დიდი პროექტის შეჩერების ალბათობაზე, რაც ქვეყნის გარემოსდაცვით შესაძლებლობებს, ეკოტურისტულ მიმართულებას ძალიან დააკლდება.

საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,

ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება,  ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.