გერმანულმა სატვირთო მანქანების მწარმოებელმა Daimler Truck Holding AG-მ განაცხადა, რომ გაყიდვები 2024 წელს 12%-ით შემცირდება, ნოემბრის პროგნოზის შესაბამისად.

გასულ წელს სულ 460 409 სატვირთო და ავტობუსი გაიყიდა, წინა წლის 526 053-თან შედარებით, ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.

ჩრდილოეთ ამერიკაშიDaimler Truck-ის  სატვირთო მანქანების გაყიდვები შემცირდა 2%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 190,428-მდე, Daimler Truck Asia-ში შემცირდა 22%-ით და 125,234-მდე, ხოლო Mercedes-Benz Trucks-მა დაიკლო 20%-ით და 126,477-მდე.

ავტობუსების მიწოდება გაიზარდა 2%-ით 26646-მდე.

ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების გაყიდვები (BEV) 17%-ით, 4035-მდე გაიზარდა.

interfax