100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, - ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და "კომერსანტს" ექსკლუზიურად მიაწოდა.
კვლევა მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, იგივე დონორების მიერ დაფინანსებულ, მიმდინარე თუ დაგეგმილ 100 მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შორის, სადღეისოდ რიგი პროექტები, აქტიური განხორციელების ფაზაშია.
კვლევაში წარმოდგენილი პროექტების უმეტესობა ხასიათდება, ინფრასტრუქტურის ფუნქიონირების ტექნოლოგიური ერიანობით, ამიტომ დონორების მხრიდან ფინანსური სახსების შეჩერება ან დროში გაწელვა, გამოიწვევს ცაკლეული პროექტის მთლიანობის დარღვევას.
კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
- ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა,
- რეგიონალური განვითარება,
- საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები,
- მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა,
- ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,
- სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,
- გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
- საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
- ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები - კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
"ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს - 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება - 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
როგორც "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი "კომერსანტს" უხსნის, კვლევაში მოყვანილია სავარაუდო ფინანსური დანაკარგი, რომელსაც პროექტების შეჩერების შედეგად ჰიპოტეტიურად წააწყდება ქვეყანა, რადგან გამოკვლეული პროექტები სადღეისოდ განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება, რის გამოც ფინანსური თვალსაზრისით, სირთულეს წარმოადგენს, ჯამური ფინანსური მაჩვენებილის კალკულაცია, რომელსაც, ანტიდასვლური პოლიტიკის გატარების შედეგად, დაკარგავს ქვეყანა.
"კომერსანტი" მკლითხველს თითოეული სექტორის კვლევას გაგაცნობთ. ასე რომ გვადევნეთ თვალი და იკითხეთ "კომერსანტი".
შემდეგი სტატია ამ თემაზე, სადაც ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ზუსტად ერთ საათში, 13 საათზე.