2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.5 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ - ინფორმაცია სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ საქსტატმა გაავრცელა.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4 პროცენტს შეადგენდნენ.