დაბალი ქოლესტერინი შესაძლოა დემენციის განვითარებისგან იცავდეს. ამის შესახებ ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული მასშტაბური საერთაშორისო კვლევა საუბრობს. კვლევაში მილიონზე მეტი მონაწილის მონაცემები გააანალიზეს. შედეგად, დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ ქოლესტერინის შემამცირებელი გენეტიკური მახასიათებლები, დემენციის განვითარების მნიშვნელოვნად ნაკლები შანსი აქვთ.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი ადამიანი იბადება ისეთი გენეტიკური ვარიანტებით, რომლებიც ისეთივე ზემოქმედებას ახდენენ, როგორსაც ქოლესტერინის შემამცირებელი მედიკამენტები. ამ კავშირის გამოსაკვლევად, გამოიყენეს მენდელის ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა გაიფილტროს ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა წონა, კვება და ცხოვრების წესი.

შედეგებმა აჩვენა, რომ ქოლესტერინის მცირედით შემცირებამაც კი (დაახლოებით ერთი მილიმოლით ლიტრზე) შეიძლება დემენციის რისკი 80%-მდე შეამციროს გარკვეული გენეტიკური პროფილების მქონე ადამიანებში.

ადამიანებს, რომლებსაც ქოლესტერინის დამაქვეითებელი გენეტიკური ვარიანტები აქვთ, მნიშვნელოვნად ნაკლები შანსი აქვთ დემენციის განვითარებისა. ეს მიგნება მიანიშნებს, რომ ქოლესტერინის დაბალი დონის შენარჩუნება, იქნება ეს გენეტიკური მიზეზით თუ მედიკამენტებით, შესაძლოა დემენციისგან დამცავ ფაქტორად იქცეს.

დემენციის კვლევა განსაკუთრებით რთულია, რადგან ეს მდგომარეობა ძირითადად ცხოვრების გვიან ეტაპზე ვითარდება, რაც მოითხოვს პაციენტებზე ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებას. ამის გამო, რთულია ტრადიციული კლინიკური კვლევებით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალი ქოლესტერინი ზრდის დემენციის რისკს ათეროსკლეროზის გამო. ათეროსკლეროზი, რომელიც სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვების შედეგად ვითარდება, შეიძლება როგორც სხეულში, ისე ტვინში განვითარდეს და ზრდის მცირე სისხლის კოლტების ფორმირების რისკს, რაც დემენციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი კლინიკური კვლევების ჩატარება 10 ან 30 წლის განმავლობაში, სადაც მონაწილეებს ქოლესტერინის შემამცირებელი მედიკამენტები მიეწოდებათ და დაკვირდებიან დემენციის განვითარების რისკზე.

წყარო: Sciencedaily  marketer.ge