სომხეთი გეგმავს, შეიძინოს Су-30МКИ-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები ინდოეთისგან.
ინდური გამოცემა Indian Defense News-ის ცნობით, სომხეთის ხელისუფლება დაინტერესებულია Hindustan Aeronautics Limited (HAL)-ის მიერ წარმოებული 8-12 ერთეული Су-30МКИ გამანადგურებლის შეძენით.
როგორც იუწყება წყარო, გარიგება სომხეთს შესაძლოა $2,5–$3 მილიარდი დოლარი დაუჯდეს — ამ თანხაში შედის სომეხი პილოტების გადამზადება, ტექნიკური მომსახურება და სპეციალიზებული შეიარაღების ინტეგრაცია, ასევდ ახალი საბრძოლო მასალის შესყიდვაც. აღნიშნული კონტრაქტი იქნება ერთგვარი პასუხი აზერბაიჯანის მიერ ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებლების, JF-17C Block-III შესყიდვაზე, რომელთა რაოდენობაც 40 ერთეულამდე გაიზარდა.
ინდოეთში ლიცენზიით წარმოებული მოდერნიზდბული Су-30МКИ გამანადგურებლები აღჭურვილი უნდა იყოს აქტიურ-ფაზირებულცხაურიანი რადარებით , ციფრული კაბინით და ასევე უნდა ჰქონდეს შორ მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის ინდური რაკეტების, Astra MK-2 და MK-3 გამოყენების შესაძლებლობა, რომელთა მოქმედების გაცხადებული მანძილი 200–340 კილომეტრია.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს სომხეთმა უკვე შეიძინა რუსეთისგან 4 Су-30СМ-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი — სავარაუდოდ, მათი მოდერნიზების პროგრამითაც არის სომხეთი დაინტერესებული…