დეკემბრიდან Mac-ისა და Windows-ისთვის შექმნილ Messenger-ის აპლიკაციებს სამუდამოდ გათიშავს, - ამის შესახებ კომპანიამ Meta-მ განაცხადა.

Messenger-ის გამოყენება ტრადიციული გზებით, ვებ-ბრაუზერებით ან ტელეფონში ჩამოწერილი აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, Meta-მ Messenger-ის გამოყენება პირდაპირ Facebook-ის აპლიკაციიდანაც გახადა ხელმისაწვდომი.

macOS-ის შემთხვევაში, მომხმარებლებს პირველი გაფრთხილება თვის დასაწყისში მიუვათ, Messenger-ის წაშლისთვის კი 60-დღიანი პერიოდი ექნებათ. რაც შეეხება Windows-ს, ოპერაციული სისტემიდან პროგრამა 14 დეკემბერს გაქრება.