ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი, ამბობს, რომ კრიპტოაქტივებით ტრამპების ოჯახის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

ტრამპის შვილის თქმით, შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ ტოკენს, World Liberty Financial-ზე მოდის, რომელმაც წლის განმავლობაში აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან $550 მილიონის ინვესტიციები მოიზიდა. ერიკ ტრამპის თქმით, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო Bitcoin-ების მაინინგიც.

ტრამპების ძირითადი აქტივები NFT-ში, ე.წ. მიმ ქოინებსა და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კომპანიებში ჰქონდათ.