„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Widgera-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდრო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტი უნდა აღიქვან არა როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც გუნდის წევრი.

მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ როგორც თავიანთი ზომა, ისე შემოსავლები.

„ხელოვნური ინტელექტი არ არის ინსტრუმენტი, ის არის გუნდის წევრი. თუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს აღვიქვამთ როგორც ახალი ტიპის არსებას, რომელსაც საქმიანობის დელეგირება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მაშინ ის იქნება გუნდის წევრი. როცა ასე ხდება, მაშინ კომპანია იზრდება ზომაში და შესაბამისად იზრდება მისი შემოსავალიც.

ცალსახად, ხელოვნური ინტელექტი არის პირველი ტექნოლოგია კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ყველა სხვა საშუალება გადაწყვეტილების მიღების აქამდე იყო უბრალოდ ავტომატიზაცია“, - აცხადებს სანდრო ბოლქვაძე.