მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები 1:0 დაამარცხა და პლეიოფის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
ზაპოპანში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა, ლუის ლომომ აზიელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი ჩაიწერა აქტივში.
ორი ტურის შემდეგ მექსიკის ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში გარანტირებულად პირველ ადგილს დაიკავებს. ბოლო ტურის წინ 3 ქულა აქვს სამხრეთ კორეას და მეორეა. ჩეხეთი 1 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციაზეა სამხრეთ აფრიკის ნაკრები.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026, A ჯგუფი | მესამე ტურის განრიგი:
25 ივნისი, 05:00 საათი | ჩეხეთი – მექსიკა (მეხიკო)
25 ივნისი, 05:00 საათი | სამხრეთ კორეა – სამხრეთ აფრიკა (მონტერეი)