კომერციული გამოყენებისთვის პირველი კვანტური კომპიუტერები მომდევნო ხუთიდან შვიდი წლის განმავლობაში გამოჩნდებიან, – ამის შესახებ CNBC-ს განუცხადა Amazon.com Inc.-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ დესანტისმა, რომელიც ამ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი.
დესანტისი წელს Amazon-ის ახალ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც გააერთიანა მისი ხელოვნური ინტელექტის ოპერაციები, ჩიპების დიზაინის ბიზნესი და კვანტური გამოთვლების ბიზნესი.