ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
დაგეგმილია ახალსოფლის სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის შესაძლებლობის განსაზღვრა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოიცავს შენობის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების, გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომერაგების სისტემების განახლებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს