NVIDIA-ს დამფუძნებლის, ჯენსენ ჰუანგის პროგნოზით, უახლოეს მომავალში NVIDIA-ს მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტები გადავლენ მოდელზე, სადაც, მაგალითად, 75,000 თანამშრომელთან ერთად 7.5 მილიონი AI-აგენტი იმუშავებს.

ჰუანგის განმარტებით, სილიკონის ველზე ერთ ადამიანზე 100 სპეციალიზებული AI-ასისტენტი მოდის, რომლებიც არა სამუშაო ადგილების ჩასანაცვლებლად, არამედ რთული და რუტინული პროცესების ავტომატიზაციისთვის შეიქმნენ.

ჰუანგის პროგნოზით, მალე თითოეული თანამშრომელი გახდება ერთგვარი მენეჯერი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს თავის ციფრულ გუნდს კოდის წერის, მარკეტინგული ანალიზის, კონტენტის შექმნის თუ ინჟინერიის მიმართულებით.

ამ ამბიციური მომავლის ტექნოლოგიურ საფუძველს NVIDIA-ს ახალი პლატფორმა NemoClaw წარმოადგენს, რომელიც ღია კოდის მქონე OpenClaw-ის ბაზაზეა შექმნილი. პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს, შექმნან უსაფრთხო და ავტონომიური აგენტები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები და შეასრულონ მოვალეობები.

NVIDIA-ს დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში წარმატებული იქნება ის ბიზნესი, რომელსაც ექნება მკაფიო AI-აგენტური სტრატეგია, რადგან ეს მოდელი საშუალებას იძლევა, კომპანიის პროდუქტიულობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდოს ადამიანური რესურსების პროპორციული ზრდის გარეშე, რაც კომპანიის მოგების მარჟას აუმჯობესებს.

bm.ge