ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში, საქართველოს მთავრობამ 8 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით კომპანია „ივიკო 2000“-ს მიჰყიდა.
როგორც ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან ირკვევა, საუბარია ჯამში 770 450 კვ.მ.-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელშიც კომპანიამ 2 წლის განმავლობაში 1 451 550 ლარი უნდა გადაიხადოს.
სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ივიკო 2000“ დაფუძნებულია 2000 წელს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კობა მენთეშაშვილია, დირექტორი კი ოთარ ქურდიანია. კომპანია აგრარულ სფეროში ოპერირებს.