ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი წყალქვეშა მზის ელექტროსადგური შექმნეს და უკვე წარმატებით გამოცადეს. მოწყობილობა 10 მეტრის სიღრმეზე მუშაობს და წყალქვეშ აკუმულატორების დამუხტვა და LED-პანელის კვება შეუძლია.

ტექნოლოგია იუნანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. 10 მეტრის სიღრმეზე მათ გამოიყენეს ყვიის ჰალოგენიდებზე დაფუძნებული პეროვსკიტული სტრუქტურის ფოტოელექტრული სისტემა, რომელიც წყალქვეშ მზის ენერგიის გარდაქმნას უზრუნველყოფს. მათი განცხადებით, ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მზის ენერგიის მიღება შესაძლებელია წყალქვეშ, მათ შორის „ოკეანის ლურჯ-მწვანე ბინდშიც“.

აქამდე მსგავსი მოწყობილობების გამოცდა მხოლოდ დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე ხდებოდა, რაც რეალურ პირობებში გამოყენებისთვის შეზღუდული იყო. ახალი სისტემა კი 10 მეტრის სიღრმეზე გამოცადეს.

ინოვაციური მოწყობილობის შემქნელების შეფასებით, ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია წყალქვეშა სენსორების, დეტექტორების, კამერების, საკომუნიკაციო სისტემების, რობოტებისა და სხვა აპარატების ენერგიით უზრუნველსაყოფად.