შპიცბერგენის არქიპელაგზე სპეციალური საცავი მდებარეობს, სადაც 1,3 მილიონზე მეტი მარცვლეული ინახება, რომელმაც ოდესღაც დედამიწა შესაძლოა განადგურებისგან გადაარჩინოს, - წერს DailyMail-ი.

მარცვლეული -18°C-ზე ინახება. ცივი ამინდი და სქელი კლდე იმის გარანტიას იძლევიან, რომ ნიმუშები იმ შემთხვევაშიც კი არ გაფუჭდება, თუ ელექტროენერგია გაითიშება.

ცოტა ხნის წინ, საცავს 14 000-ზე მეტი ახალი ნიმუში შეემატა. საცავი 2008 წელს შეიქმნა. ის კლდეშია გაშენებული და მისი სიღრმე ას მეტრს აღემატება.

სპეციალისტებმა ეს ადგილი შემთხვევით არ შეარჩიეს. ის გამოირჩევა გეოლოგიური მდგრადობით და დაბალი ტენიანობით. მათი თქმით, საცავი დაცულია იმისგან, რომ მას ოკეანე შთანთქავს. საცავში 2,5 მილიარდი მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი, რაც უსაფრთხო სამრეწველო მომავლის გარანტია, აღნიშნავენ მეცნიერები.

წყარო: იმედინიუსი