ჩინური ავტოინდუსტრიის გიგანტი, BYD-ი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის მიღმა, საერთაშორისო ბაზრებზე 1.3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანია თავად იუწყება.
გასულ 4 კვარტალში ჩინურმა კომპანიამ საზღვარგარეთ 1,046,083 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც 2024 წელთან შედარებით 150%-იანი ზრდაა.
BYD-მ 2025 წელს 4.6 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა, საიდანაც 2,256,000 მსუბუქი ავტომობილი იყო.
BYD-ის მენეჯმენტის გათვლით, შარშანდელის მსგავსად, საერთაშორისო გაყიდვის მთავარ ბაზრებად წელსაც ევროპა დარჩება, ჩრდილოეთ ამერიკასთან და ASEAN-ის წევრ სახელმწიფოებთან ერთად.
კომპანია მარკეტინგისა და სხვა ტიპის აქტივობის გააქტიურებას გეგმავს მექსიკასა და ბრაზილიაშიც, სადაც კომპანიის პიკაპის ტიპის ელექტრომობილი “Shark”-ი ძალიან პოპულარულია. სხვათა შორის, ესაა ერთადერთი მოდელი, რომელიც ჩინეთში დღემდე არ გამოდის.