მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პირველად გამოჩნდა და სიტყვითაც გამოვიდა.

აუდიტორიის წინაშე მასკმა კაცობრიობის მომავალზე საკუთარი ფუტურისტულ ხედვების პრეზენტაცია გააკეთა, იხუმრა პოლიტიკურ დაძაბულობაზე და აშშ-ის ინტერესებზე გრენლანდიისა და ვენესუელის მიმართ. მასკი ხუმრობით ტრამპის "მშვიდობის საბჭოსაც" შეეხო.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „მარსზე სიკვდილის სურვილზე“ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ის მარსზე სიკვდილზე მართლაც ფიქრობს, თუმცა არ უნდა, რომ იქ კოსმოსური ხომალდით დაშვებისთანავე მოკვდეს.

მასკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი გეგმები მოწინავე ჰუმანოიდი რობოტების შექმნის შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, „დედამიწაზე ყველას“ ექნება.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი გამოსვლა მასკმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მსურს ყველას მოვუწოდო, იყვნენ ოპტიმისტურად და ენთუზიაზმით განწყობილნი მომავლის მიმართ“.

შეგახსენებთ, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ბევრი წელი აკრიტიკებდა. 2023 წელს მან სამიტი 4chan-ის შეტყობინებების დაფას შეადარა, რომელიც ექსტრემისტული შეხედულებების პლატფორმადაა ცნობილი კიდევ უფრო ადრე მან ფორუმს "მოსაწყენი" უწოდა და უარი თქვა მასში მონაწილეობაზე.

ცნობისთვის, წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წამყვანი კომპანიებიდან 850 აღმასრულებელი დირექტორი და 400 პოლიტიკური ლიდერი ესწრება, მათ შორის თითქმის 65 სახელმწიფოს მეთაური და G7-ის ექვსი წარმომადგენელი.