შუქრუთელების უწყვეტი საპროტესტო აქცია 11 სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის წინ გადაინაცვლებს. ასეთი განცხადება დღეს აქციის მონაწილეებმა გააკეთეს.

ოთხშაბათს 7 საათზე შუქრუთელები კომპანია “ ჯორჯია მანგანეზის “ სამუშაოებს გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე პარლამენტთან მოითხოვენ.

აქციის 5-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 შიმშილობს. მოშიმშილეებისთვის დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

შუქრუთის მოსახლეობა თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.

პროტესტში ჩართვის გამო კი შპს მაღაროელმა 3 მშრომელი გაათავისუფლა.

წყარო: "ტვ ფორმულა"